|
2018-08-22 12:22:50, 1267 ნახვა
კომენტარი
გოცირიძე: ყველა ფორმატში, სადაც არის შესაძლებელი, რუსეთი უნდა იქნეს დასჯილი თანამეგობრობის მიერ
„ყველა ფორმატში სადაც არის შესაძლებელი, რუსეთი უნდა იქნეს დასჯილი საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ და ეს არის ერთ-ერთი სწორი გზა“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ განაცხადა. დეპუტატის თქმით, სტრასბურგში, რუსეთის წინააღმდეგ სამართლებრივი სარჩელი, ადრეც უნდა გაგზავნილიყო. „რუსეთი უნდა შევავიწროვოთ ყოველმხრივ, ეს იქნება სამართლებრივი კუთხით, თუნდაც მსგავსი სარჩელები, რაც ადრეც შეიძლება გაკეთებულიყო. ფაქტობრივად გამოაფხიზლა ხელისუფლება იმ პროცესმა, რაც მოხდა ტატუნაშვილთან დაკავშირებით, მისი ვერაგული მკვლელობის სახით, თუმცა მცოცავი ოკუპაცია დიდი ხანია მიმდინარეობს და უამრავი დარღვევა და ძალადობის ფაქტები ხდებოდა ადმინისტრაციული საზღვრის ზოლში. ყველა ფორმატში სადაც არის შესაძლებელი, რუსეთი უნდა იქნეს დასჯილი თანამეგობრობის მიერ და ეს არის ერთ-ერთი სწორი გზა“, - აღნიშნა რომან გოცირიძემ. ცნობისთვის, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ საქართველოს სახელით ახალი სახელმწიფოთაშორისი საჩივარი - „საქართველო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“ შეიტანა. საჩივარი ეხება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის მასობრივი შევიწროების, დაკავებების, თავდასხმებისა და მკვლელობების ადმინისტრაციულ პრაქტიკას, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, განსაკუთრებით გაძლიერდა 2008 წლის ომის შემდეგ და კრიტიკულ ზღვარს მიაღწია მიმდინარე წლის თებერვალში არჩილ ტატუნაშვილის წამებისა და მკვლელობის დროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)