|
2018-08-21 14:45:59, 1144 ნახვა
კომენტარი
სააკაშვილი: ივანიშვილმა მუქარა გადმომცა, რომ საქართველოში დაბრუნება არც ვიფიქრო
„ივანიშვილმა გუშინ დაურეკა ჩვენს საერთო ნაცნობს ამერიკაში და მუქარა გადმომცა, რომ საქართველოში დაბრუნება არც ვიფიქრო“, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. როგორც ის აცხადებს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მასობრივი გაყალბებებისთვის ემზადება. „ის რომ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა უკვე ჩაფლავებულია, ქართული საზოგადოების დიდი ძალისხმევის დამსახურებაა. ახლა ივანიშვილი ისტერიულად ეძებს ვინმე სხვა კანდიდატურას - ხან ვის სთავაზობს, ხან ვისვინც არ უნდა დააყენოს, ის საკუთარ თავზე იწვნევს საზოგადოების ძალას და დამარცხდება! ახლად წარდგენილი გუბერნატორებიდან, თითქმის ყველა სუს-ის მიერ წარდგენილი ძალოვნები არიან..რაც ნიშნავს მხოლოდ ერთს, რომ ივანიშვილი ემზადება მასობრივი გაყალბებისთვის და ხალხის ნების იგნორირებისთვის. ასევე, ჩემი ჩამოსვლისთვის...გუშინ დაურეკა ჩვენს საერთო ნაცნობს ამერიკაში და მუქარა გადმომცა, რომ არც ვიფიქრო საქართველოში დაბრუნება. ის ჩემი ნაცნობი მას რა სახელითაც იყო რუსეთში ცნობილი, იმ სახელით იცნობს-ბორისად. ასე რომ ბორია, შენი მუქარების მე არ მეშინია, აუცილებლად გესტუმრები და წნევას გაგიზომავ, მკურნალობას დაგინიშნავ და ხალხიც ყველანაირად მოგხედავს. არ გიშველის გოგაშვილის შეცვლა“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)