21:55 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-20 16:45:09, 1173 ნახვა

კომენტარი
ირაკლი კობახიძე: გუბერნატორი პირველ რიგში პოლიტიკური ლოიალობის ნიშნის მიხედვით უნდა შეირჩეს

„თუ გუბერნატორებს პოლიტიკურ ლოიალობას უწუნებენ, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს საერთოდ არ ესმით რა არის გუბერნატორის ინსტიტუტი“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორებთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკას.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, გუბერნატორი პირველ რიგში სწორედ პოლიტიკური ლოიალობის ნიშნის მიხედვით უნდა შეირჩეს.

„განსხვავებით მოსამართლეებისგან, პროკურორებისგან და ა.შ. გუბერნატორი, კანონმდებლობის თანახმად, არის პოლიტიკური თანამდებობის პირი. შესაბამისად, გუბერნატორი ბუნებრივია, პირველ რიგში პოლიტიკური ლოიალობის ნიშნის მიხედვით უნდა შეირჩეს გარდა იმ კვალიფიკაციისა, რომელიც მას მოეთხოვება", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, გუბერნატორი არის პოლიტიკური თანამდებობის პირი, ის არის პოლიტიკური გუნდის წევრი,  აქედან გამომდინარე ბუნებრივია, უნდა შეირჩეს პოლიტიკური ლოიალობის ნიშნითაც.

„თუ ვინმე ამას რამეს უწუნებს  ნიშნავს, რომ მას კანონმდებლობა არ აქვს წაკითხული. შემომწირველიც მაგას ნიშნავს, რომ ლოიალური იყო მმართველი პოლიტიკური ძალის მიმართ. გუბერნატორი, არის პოლიტიკური თანამდებობის პირი, ეს პირდაპირ წერია საჯარო სამსახურის კანონში. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ პოლიტიკური ლოიალობა არის ერთ-ერთი კრიტერიუმი, რომლითაც ინიშნება გუბერნატორი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
ტრამპის ირანთან შეთანხმების შემდეგ, რუსული ნავთობის ფასი 50 დოლარამდე დაეცა
კომუნიკაციების კომისია სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაერია და „ტვ პირველი“ 2500 ლარით დააჯარიმა
თსსუ-ს საუნივერსიტეტო კლინიკიდან ვარდნის შედეგად ქალი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics