|
2018-08-18 13:17:02, 1587 ნახვა
სამართალი
თბილისში, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ოფისი გაქურდეს
თბილისში, რუსთაველის გამზირზე, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ოფისი გაქურდეს. ოფისი პარტიის წარმომადგენლებს დღეს დილით გატეხილი დახვდათ. პარტიის თავმჯდომარის, ბაჩუკი ქარდავას განცხადებით, ოფისიდან წაღებულია ტექნიკა, სადაც მნიშვნელოვანი ინფორმაცია ინახებოდა. „წაღებულია ჯამში 5 კომპიუტერი, თუმცა ოფისში გაცილებით ძვირადღირებული 12 კომპიუტერი დატოვებული. ერთ-ერთში ინახებოდა მთელი მედიამონიტორინგი და ანალიტიკა, ხოლო კიდევ ორ კომპიუტერში მთელი საარჩევნო ბაზა მთელი საქართველოს მასშტაბით. სწორედ ამ ოფისში მიმდინარეობდა ინტენსიური მუშაობა ახალი ოპოზიციური გაერთიანების „ძალა ერთობაშიას“ პროცესი. სუს-ი ნამდვილად შეძლებს, თუ მას სურს, რომ ამ აქციაზე, რომელიც განხორციელდა "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" ცენტრალური ოფისის წინააღმდეგ, ან უნდა აიღოს თავის თავზე, მაშინ ნაპოვნი უნდა იყოს ქურდები, თუმცა, მე მაინც არ მჯერა, რომ ეს იყო ქურდობა, ეს იყო პოლიტიკური აქცია და ამას გარკვეული მიზნები ჰქონდა“, - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)