|
2018-08-17 14:10:46, 1118 ნახვა
სამხედრო
საქართველოს ეროვნულ გვარდიას 17 სამხედრო მოსამსახურე შეემატა
საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის წვევამდელებმა სამხედრო ფიცი დადეს. ფიცის დადების საზეიმო ცერემონია ეროვნული გვარდიის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ეროვნული გვარდიის საშტაბო ასეულის პირად შემადგენლობას ფიცის დადების მნიშვნელოვანი დღე გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა შალვა ჯაბახიძემ მიულოცა, წარმატებები უსურვა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ეროვნული გვარდიის განსაკუთრებულ როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა. სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა, ასევე, ეროვნული გვარდიის უფროსმა, პოლკოვნიკმა ირაკლი ჭუმბურიძემ. ღონისძიების დასასრულს ჯარისკაცები ეროვნული გვარდიის კაპელანმა, მამა მიქაელმა დალოცა. ფიცის დადებამდე რეკრუტებმა საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) ისეთივე კურსი გაიარეს, როგორსაც საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეები გადიან. სწავლება სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც ტაქტიკური, კავშირგაბმულობის, სამედიცინო, საცეცხლე და სამწყობრო მომზადებასთან დაკავშირებული ცოდნა შეიძინეს. დღეიდან 9 თვის განმავლობაში ისინი საქართველოს ეროვნულ გვარდიაში იმსახურებენ. ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები და სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები დაესწრნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)