|
2018-08-17 12:57:04, 1879 ნახვა
პოლიტიკა
ზალკალიანი: დიალოგს ალტერნატივა არ გააჩნია, მაგრამ ის არ უნდა იყოს პოლიტიზირებული
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს მთავრობას გააჩნია მნიშვნელოვანი სამშვიდობო ინიციატივები, რომელიც ხელს შეუწყობს დიალოგს და საოკუპაციო ხაზის მიღმა მცხოვრები ჩვენი თანამემაულეებისთვის იმ სიკეთეებზე ხელმისაწვდომობას, რაც საქართველომ მიიღო, მათ შორის ევროპული ინტეგრაციის გზაზე, - ამის შესახებ საქართველოს საგარო უწყების ხელმძღვანელმა ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პარლამენტის წევრის სერგეი შამბას ინიციატივას ეხებოდა. მინისტრის განცხადებით დიალოგს და თანამშრომლობას ალტერნატივა არ აქვს, თუმცა არ უნდა მოხდეს ამ საკითხის პოლიტიზირება. „რა თქმა უნდა დიალოგს ალტერნატივა არ გააჩნია, მაგრამ ეს დიალოგი არ უნდა იყოს პოლიტიზირებული. ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი სამშვიდობო ინიციატივები და ჩვენი პასუხი ბარიერებსა და ხელოვნურ გამყოფ ხაზებზე არის თანამშრომლობა, მათ შორის საქართვლოს ევროპული ინტეგრაციის სიკეთეების გაზიარების კუთხით. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" ითვალისწინებს სწორედ სამშვიდობო ინიციატივების გაზიარებას ოკუპირებული ხაზის მეორე მხარეს მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებთან, კერძოდ ვაჭრობის განვითარების, განათლებაზე ხელმისაწვდომობის, ასევე თავისუფალი გადაადგილების და სხვა“, -განაცხადა მინისტრმა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)