00:39 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-16 17:10:33, 1640 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტის ადმინისტრაცია უარის მიუხედავად, უმრავლესობას კონსულტაციებს სთავაზობს

„ვიტოვებ იმედს, რომ ყველა ერთად გავიაზრებთ, თუ რა სახელმწიფოებრივი ამოცანა გვიდგას დღეს დღის წესრიგში“, - ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ განაცხადა.

კოჟორიემ კვლავ დაადასტურა მზადყოფნა, კონსულტაციის ნებისმიერ ეტაპზე შედგეს შეხვედრა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებთანაც.

„გასაგებია, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან არის დიდი ინტერესი ამ პროცესთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ ჩვენს შეთავაზებას „ქართული ოცნება“-სთან დაკავშირებით, რომ ჩვენ, მიუხედავად მათი უარისა, კვლავ მზად ვართ შევხვდეთ და მივაწოდოთ ინფორმაცია ყველა იმ მოდელთან დაკავშირებით, მათ შორის, კონკურსთან და რაიმე სხვა მოდელებთან დაკავშირებით, რომელთა შესახებაც საზოგადოების მაღალი ჩართულობით, მთელი ამ შეხვედრების განმავლობაში მივიღეთ ინფორმაცია, და ვფიქრობ და ვიტოვებ იმედს, რომ ეს შეხვედრები თანამშრომლობით გაგრძელდება, მიუხედავად მათი უარისა, და ყველა ერთად გავიაზრებთ, თუ რა სახელმწიფოებრივი ამოცანა გვიდგას დღეს დღის წესრიგში“, - აღნიშნა პრეზიდენტის მრჩეველმა.

შეხვედრები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის მიზნით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კვლავ გრძელდება. 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics