01:35 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-16 14:14:40, 1036 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი შამბას განცხადებაზე: მის განცხადებაში მნიშვნელოვანი ფაქტორებია ნდობის აღდგენა, მტრები არ ვართ

„მათ მიაჩნიათ, რომ კეთილმეზობლური ურთიერთობა შეიძლება და ქართველები მტრები არ არიან.  ამ ეტაპზე, ჩვენთვის მთავარია, ვიზრუნოთ, რომ ჩვენმა შვილებმა ერთმანეთს თოფის ლულის სამიზნეებიდან არ უყურონ. საბოლოოდ როგორ გადაწყდება ეს საკითხი, ამაში განსხვავებები არსებობს“, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკი გამოეხმაურა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ყოფილი პრემიერის, სერგეი შამბას განცხადებას.

მისივე თქმით, განწყობა და ნდობის აღდგენა არის ის მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც საქართველოს ხელისუფლების სტრატეგიაში იკვეთება.

„ვფიქრობ, საბოლოოდ ტერიტორიული მთლიანობის საკითხს დავუბრუნდებით და კეთილგანწყობას ერთმანეთის მიმართ აღვადგენთ.  ამისთვის ნაბიჯებს ვდგამთ. კანონთა საინტერესო პაკეტია მომზადებული და ვფიქრობ, ნელ-ნელა ამ საკითხს ლოგიკურ დასასრულამდე მივიყვანთ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ასევე,გია ვოლსკიმ აღნიშნა, რომ მოლაპარაკების გარეშე არ არსებობს კონფლიქტის გადაწყვეტა.

„დე ფაქტო ხელისუფლების პოზიცია მთლიანად არის დამოკიდებული რუსეთის კეთილგანწყობაზე. ჩვენ ფიქრობთ, რომ პარტნიორებთან ერთად ვიმოძრავებთ და ნდობის აღდგენის ფაქტორი იქნება მთავარი თემა, რომელიც საბოლოოდ მთავარი სტრატეგიული მიზნებისკენ გაგვიძღვება. ეს არის შამბას განცხადებაში მნიშვნელოვანი ფაქტორი – ნდობის აღდგენა, მტრები არ ვართ და პასუხისმგებლობა ჩვენი შვილების მომავლისთვის“, -განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა ე.წ. პრემიერ-მინისტრმა, სერგეი შამბამ განაცხადა, რომ ქართველები მტრად არ მიაჩნია და საქართველოში მეგობრებიც ჰყავს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics