|
2018-08-15 15:48:10, 1227 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილი: კობახიძემ კეთილი ინებოს შენობის სარდაფში ჩავიდეს და იქ დაჯდეს
"არანაირი ფუნქცია პარლამენტის თავმჯდომარეს ერთპიროვნულად არა აქვს. მაშინ, კეთილი ინებოს ჯერ შენობის სარდაფში ჩავიდეს და იქ დაჯდეს " - ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა “ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. უსუფაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის იმ განცხადებას, გამოეხმაურა სადაც კობახიძე ამბობს, რომ პრეზიდენტის სასახლე მის უფლებამოსილებებთან უნდა იყოს შესაბამისობაში. "არანაირი ფუნქცია პარლამენტის თავმჯდომარეს ერთპიროვნულად არა აქვს. მაშინ, კეთილი ინებოს ჯერ შენობის სარდაფში ჩავიდეს და იქ დაჯდეს თავისი ზომის შესაბამისად და მერე ილაპარაკოს იმაზე, რომ თურმე პრეზიდენტს სათანადო წონა არა აქვს და სახელმწიფოს მეთაური იმ დონის ადამიანი არ არის, რომ სადმე ნორმალურ სასახლეში იჯდეს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ავლაბრის სასახლე უალტერნატივოა. მე მკაფიოდ ვამბობ, რომ მაქვს იგივე პოზიცია, რაც 2012 წელს მქონდა - გამარჯვების შემთხვევაში, დიახ, მე შევალ ავლაბრის სასახლეში და ავლაბრის სასახლიდან მექნება მოლაპარაკებები, დავარწმუნებ პირველ რიგში მთავრობის მეთაურს, ასევე პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ საჯარო დაწესებულებების განლაგების სფეროში ჩვენ ნომერ პირველი პრობლემა პარლამენტის ქუთაისში არსებობის თვალსაზრისით გვაქვს. ეს არის ის ადგილმდებარეობა, რაც პარლამენტის ფუნქციონირების ეფექტიანობას მინიმუმ 30-40%-ით ამცირებს. პრეზიდენტი მტკვრის გაღმა იქნება თუ გამოღმა, მას შეუძლია იპრეზიდენტოს,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)