|
2018-08-14 18:44:03, 1039 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: მარგველაშვილის დამოკიდებულება სასამართლოს მიმართ არის არასახელმწიფოებრივი
„გიორგი მარგველაშვილის დამოკიდებულება სასამართლოს მიმართ არის, სამწუხაროდ, არასახელმწიფოებრივი“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძემ პრეზიდენტი „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ სიმპატიის გამოხატვაში დაადანაშაულა. ამასთან, მიხეილ სააკაშვილისა და "რუსთავი 2-ის" საქმეებთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილებების მიმართ მარგველაშვილის დამოკიდებულება გაიხსენა. „გიორგი მარგველაშვილი რეგულარულად არღვევდა პრინციპებს, როდესაც საქმე ეხებოდა სასამართლოში კადრების გამწესებას, იყო საუბარი თანამშრომლების გამწესებაზე, იყო არაერთი გადაცდომა სხვა მხრივაც, ეს გვიჩენს განცდას, რომ პრეზიდენტი ამ შემთხვევაშიც იხელმძღვანელებს არა სახელმწიფოებრივი ინტერესებით, არამედ სუბიექტური ინტერესებით, რასაც აქამდე ადგილი ჰქონდა. აქედან გამომდინარე, მეც მიმაჩნია, რომ ამ კონსულტაციებს დიდი აზრი არ ექნება. მოლოდინი არის პესიმისტური, დაველოდებით მოვლენების განვითარებას. პრეზიდენტს აქვს თავისი პრეროგატივა, პარლამენტს აქვს თავისი პრეროგატივა, ჩვენ ვიმოქმედებთ ჩვენი პრეროგატივის შესაბამისად. მისი დამოკიდებულება სასამართლოს მიმართ არის, სამწუხაროდ, არასახელმწიფოებრივი, ეს მან არაერთხელ გამოავლინა. იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც სასამართლომ მიიღო პრინციპული გადაწყვეტილებები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით და სამივე შემთხვევაში სასამართლო გახდა დარტყმის ობიექტი პრეზიდენტის მხრიდან. შეგახსენებთ, რომ სამივე შემთხვევა „ნაციონალურ მოძრაობას“ ეხებოდა. ეს იყო სააკაშვილის ორი საქმე, სადაც ის გამტყუნდა კონკრეტულ დანაშაულებში, ეს იყო ასევე „რუსთავი 2"-ის საქმე, როგორც კი უკავშირდება სასამართლოს გადაწყვეტილება „ნაციონალურ მოძრაობას,“ მარგველაშვილი მაშინვე ხდება აგრესიული, ის გადადის შეტევაზე, ეს არის მისი კერძო დამოკიდებულება, მას აქვს თავისი სუბიექტური განწყობები, მოლოდინები“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)