18:14 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-14 10:41:36, 831 ნახვა

საზოგადოება
თბილისის რამდენიმე ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით იცვლება

დედაქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოებიდან გამომდინარე, 14 აგვისტოდან, რამდენიმე ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, ტრანსპორტის მოძრაობა იცვლება კოსტავას ქუჩის მონაკვეთზე - სააკაძის მოედნიდან 26 მაისის მოედნის მიმართულებით, უზნაძისა და ჩიქოვანის (ყოფილი ხილიანი) ქუჩებზე. 
„საზოგადოებრივი ტრანსპორტი შემდეგი სქემით იმოძრავებს: ავტობუსები და მიკროავტობუსები სააკაძის მოედნიდან პეკინის გამზირს მიროტაძის ქუჩის ნაცვლად, ჭაბუკიანის (ყოფილი საბურთალოს ქუჩის ნაწილი) ქუჩით დაუკავშირდებიან; აღმაშენებლის გამზირიდან ჭოროხის ქუჩის გავლით მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი უზნაძის ქუჩის ნაცვლად, მტკვრის მარცხენა სანაპიროთი ისარგებლებს. რაც შეეხება N64 მიკროავტობუსს, ის ჩიქოვანის ქუჩის ნაცვლად, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეებისა და დოლიძის ქუჩების გავლით იმოძრავებს. თბილისის მერია შეფერხებისთვის ბოდიშს გიხდით“, - ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
პირმა წარსულში არსებული დავის ნიადაგზე 2 კაცი მოკლა
ახმეტაში, შვილის გადარჩენის მცდელობისას მამაკაცი ტბაში დაიხრჩო
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics