03:12 - 01 May, 2026
|
2018-08-11 11:31:21, 1277 ნახვა
სამართალი
შსს-მ ბათუმში პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტები გამოავლინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე 12 პირი პასუხისგებაში მისცეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ მხილებული ტაილანდის და ჩინეთის მოქალაქეები დროებით მფლობელობაში არსებულ მასაჟის სალონებში გასამრჯელოს სანაცვლოდ, მოქალაქეებს პროსტიტუციისთვის სისტემატურად ფართს უთმობდნენ. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 254-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)