11:26 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-11 11:10:12, 476 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძემ კვარიათში სტიქიით დაზარალებული ოჯახი მოინახულა

აჭარის მთავრობის თავჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სოფელ კვარიათის ტერიტორიაზე მეწყერის შედეგად დაზარალებულ ნარაკიძეების ოჯახს ესტუმრა და არსებულ მდგომარეობას გაეცნო.

მიწის დიდი მასა კვარიათში   საცხოვრებელ სახლთან დღეს დილით ძლიერი წვიმის შემდეგ ჩამოწვა.  ადგილზე იმყოფებოდა ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე. მისი თქმით, დაზარალებული ოჯახის წევრები დროებით  ალტერნატიულ საცხოვრებელში არიან გადაყვანილნი, ტერიტორიას კი ხვალიდან გეოლოგები შეისწავლიან.

 „ამ დროისთვის ვითარება სტაბილურია. მიმდინარეოს გაწმენდითი სამუშაოები და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. დღის ბოლოსთვის მთლიანად მოწესრიგდება ის კერები, რომლებიც უხვი ნალექის შედეგად დაზიანდა. მოვინახულეთ ოჯახი, რომლებიც მეწყერსაშიში პროცესების გააქტიურების გამო საფრთხის წინაშე იდგნენ. ისინი გაყვანილნი არიან უსაფრთხო ადგილას. გეოლოგთა ჯგუფი უკვე იმყოფებოდა აქ, ხვალიდან გაგრძელდება შესწავლა და ძალიან მალე გვეცოდინება  შეფასება აღნიშნულ ტერიტორიასთან დაკავშირებით" - აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

დღესვე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ქალაქ ბათუმის მერთან ლაშა კომახიძესთან ერთად ბათუმში დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილი რამდენიმე სახლი დაათვალიერა, სადაც მერიის სამსახურების მიერ წყლის ამოტუმბვის სამუშაოები ჩატარდა. როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, დილიდან ყველა პრობლემურ კერასთან ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა სალიკვიდაციო სამუშაოები, მობილიზებული იყო მუნიციპალიტეტების, საგზაო დეპარტამენტის და სამაშველო სამსახურის ტექნიკა.

 

 

(NS)









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ალბი კორძაიას პოსტის საფუძველზე შსს-მ გამოძიება გაუპატიურების მუხლით დაიწყო
ზუგდიდში ჯიჭონაიების შვიდ სულიან ოჯახს ასახლებენ, ადგილზე ხმაურია - ვიდეო
„გააცოცხლე“ - თიბისელების ახალი გარემოსდაცვითი ინიციატივა
ავიაკომპანია „ლუფთჰანზამ“ 20 000 რეისი გააუქმა ავიასაწვავის ფასების ზრდის გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics