|
2018-08-10 10:50:53, 8322 ნახვა
კულტურა
მესტია „არტარეა ფესტივალის“ ფარგლებში მიხეილ კალატოზიშვილის ფილმის მუსიკალურ პრემიერას უმასპინძლებს
„არტარეა ფესტივალი" საქართველოს რეგიონებში მოგზაურობას განაგრძობს. 11 აგვისტოს მესტიაში, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ეზოში მიხეილ კალატოზიშვილის ფილმის - „ჯიმ შვანთე" (1930) მუსიკალური პრემიერა შედგება. პროექტი ქართული კინოკლასიკისა და თანამედროვე მუსიკის სინთეზს წარმოადგენს, რომლის როგორც კომპოზიტორი, ასევე შემსრულებელი გოგი ძოძუაშვილია. მესტიაში ფილმის ჩვენება კოშკების ფონზე, ელექტრო-აკუსტიკური მუსიკის თანხლებით შედგება. პარალელური ღონისძიების სახით სვანეთის მუზეუმში მიხეილ კალატოზიშვილის მულტიმედია გამოფენა გაიმართება. „არტარეა ფესტივალმა" სტარტი 23 ივნისს რუსთავში აიღო და 6 რეგიონში 6 სხვადასხვა ღონისძიებას მოიცავს. ფესტივალის კონცეფცია განსხვავებული ელემენტების ერთიანობის იდეას ეფუძნება, ასევე ტრადიციული ხელოვნების თანამედროვე, ექსპერიმენტული მუსიკით გადააზრებას, რაც რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობასა და ტურისტებს შესაძლებლობას მისცემს შეეხონ ძველ და ახალ ქართულ ხელოვნებას. მომდევნო და ფინალური ღონისძიება 22 სექტემბერს თელავში ჩატარდება, სადაც ექსპერიმენტული მუსიკისა და ფოლკის ინტერაქცია სახელწოდებით - „სხვა კუთხით" იქნება წარმოდგენილი. ფესტივალის ყველა ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. ფესტივალის მხარდამჭერია თიბისი. პროექტი ხორციელდება Check in Georgia-ს ფარგლებში.
(R)
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)