16:38 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-09 13:41:02, 517 ნახვა

საზოგადოება
საბურთალოს რაიონში 50-მდე თანადაფინანსებული პროექტი ხორციელდება

საბურთალოს რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების ახალი წესის ფარგლებში, სხვადასხვა პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. 

ამ დროისთვის, 49 სხვადასხვა სახის პროექტი ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 754 121  გამოყოფილია ლარი.

ცინცაძის ქუჩის N30-სა და N43-ში წყალარინების ქსელი იცვლება; უკვე დასრულდა იოსელიანის ქუჩის N37-ის, ცინცაძის ქუჩის N10-სა და ბენდელიანის ქუჩის N2 კორპუსის სადარბაზოების რემონტი, რაც გამგეობის ბიუჯეტიდან 116 798 ლარით დაფინანსდა; სადარბაზოების რეაბილიტაცია დამატებით სამ მისამართზე მიმდინარეობს.

ბრტყელი სახურავების რეაბილიტაცია დასრულდა 15 მისამართზე, რომლის ღირებულებაც 188 644 ლარს შეადგენს. ქანობიანი სახურავის შეკეთება კი, ხუთ მისამართზე განხორციელდა. 

სართულშუა ნაპრალების სპეციალური მასალით ამოვსების სამუშაოები დასრულდა ცინცაძის ქუჩის N79, N81 და დიდი დიღმის მე-3 მიკრორაიონის N28 კორპუსებში, რაც სართულებს შორის წყლის ჩასვლას გამორიცხავს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
პირმა წარსულში არსებული დავის ნიადაგზე 2 კაცი მოკლა
ახმეტაში, შვილის გადარჩენის მცდელობისას მამაკაცი ტბაში დაიხრჩო
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics