16:37 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-09 11:27:28, 759 ნახვა

საზოგადოება
პრემიერმა უწყებებს ნარკომანიის პრევენციისა და დაავადებულ პირთა მკურნალობისთვის, პროგრამების შემუშავება დაავალა

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ შესაბამის უწყებებს ნარკომანიის გავრცელების პრევენციის, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისა და ნარკომანიის მძიმე სენით დაავადებულ პირთა მკურნალობისა და რეალიბიტაციის უზრუნველყოფის მიზნით, კონკრეტული პროგრამების შემუშავება დაავალა. 

ბახტაძე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებამ ახალი სამართლებრივი რეალობა შექმნა. 

„საკონსტიტუციო სასამართლოს უკანასკნელი გადაწყვეტილების თანახმად, კანაფის მოხმარებასთან დაკავშირებით, ქვეყანაში ახალი სამართლებრივი რეალობა შეიქმნა, რასაც აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან პასუხისმგებლიანი რეაგირება სჭირდება. როგორც მთავრობის მეთაურს, მიმაჩნია, რომ ნარკომანიისგან მიმდინარე ზიანის შემცირება ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი, სასიცოცხლო მნიშვნელობის ამოცანაა. დღეს მთავრობის სხდომაზე, შინაგან საქმეთა მინისტრს დაევალება, კოორდინაცია გაუწიოს საქართველოს მთავრობის მხრიდან გადასადგმელ ქმედით ნაბიჯებს, რათა იქნეს დაცული უკლებლივ ყველა საზოგადოებრივი სიკეთე. ჩვენი მოქალაქეების, განსაკუთრებით კი მოზარდების  ჯანმრთელობა, საზოგადოებრივი უსაფრთხოება და მართლწესრიგი. ამასთანავე, იუსტიციის სამინისტროსთან არსებული ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათშორისი საბჭოს ფარგლებში წარმოდგენილმა პროფილურმა სამინისტროებმა, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის აქტიური ჩართულობით, შეიმუშაონ და დასამტკიცებლად წარმოადგინონ ნარკომანიის გავრცელების პრევენციის, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და ნარკომანიის მძიმე სენით დაავადებულ პირთა მკურნალობისა და რეაბილიტაციის უზრუნველყოფით ქმედითი პროგრამები“, - აღნიშნა პრემიერ მინისტრმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
პირმა წარსულში არსებული დავის ნიადაგზე 2 კაცი მოკლა
ახმეტაში, შვილის გადარჩენის მცდელობისას მამაკაცი ტბაში დაიხრჩო
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics