20:46 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-08 15:52:12, 900 ნახვა

კომენტარი
წულუკიანი: მალე გვექნება ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ რუსეთი არის ოკუპანტი

"საქართველოს ისტორიაში ძალიან მალე, პირველად გვექნება სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც იტყვის, რომ რუსეთი არის ოკუპანტი", - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, ჰააგაში უამრავი მტკიცებულებაა წარდგენილი იმის დამადასტურებლად, რომ რუსეთი არის ოკუპანტი.

„ჩვენი პოზიცია არის ერთადერთი, უცვლელი - ეს არის ის პოზიცია, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო, ქართველი ხალხი, მისი მთავრობა და მთავრობის სახელით იუსტიციის სამინისტრო იცავს სტრასბურგში ევროპული სასამართლოს წინაშე და ჰააგის სასამართლოს გამოძიების ფარგლებში. ეს პოზიცია არის შემდეგი, რომ რუსეთმა დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ ომი. მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს, რომ რუსეთი შემოესია საქართველოს, მათ შორის ტერიტორიებზე არა მხოლოდ საჰაერო სივრცეში საქართველოს ისტორიაში  ძალიან მალე პირველად გვექნება სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც იტყვის, რომ რუსეთი არის ოკუპანტი. ეს არის ის პოზიცია რასაც მე ვიზიარებ. რომელზეც მყარად დგას ჩვენი მთავრობა. ჩვენი პოლიტიკური გუნდი და მმართველი პარტია. დღეს მე აღარ ვაპირებ რამე კომენტარი ვაკეთო ნებისმიერი ისეთ განცხადებაზე, რომელიც თუნდაც ოდნავ განსხვავდება ამ პოზიციისგან", - განაცხადა თეა წულუკიანმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეტროსადგურ ისანში კაცი ლიანდაგებში ჩავარდა
რუსეთის ინტერესთა სექცია: დავასუფთავეთ კუკიის სასაფლაოზე მდებარე სამამულო ომის მემორიალი
ზურაბიშვილი პარტიების აკრძალვაზე: ოცნებას კონკურენციის და დემოკრატიის უნარი არ გააჩნია
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე განაჩენი 6 მაისს გამოცხადდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics