2018-08-07 13:34:24, 3018 ნახვა
მსოფლიო
ინდონეზიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 105-მდე გაიზარდა (ვიდეო)
ინდონეზიაში, კუნძულ ლომბოკზე გუშინ მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 105-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ სტიქიური უბედურებების ეროვნული სააგენტოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა სუტოპო ნუგროჰომ განაცხადა. ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს.
მედია საშუალების ინფორმაციით, სტიქიის შედეგად 200-ზე მეტმა ადამიანმა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო.
სპეციალისტების განცხადებით, დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს, რადგან მაშველები სამძებრო სამუშაობს ამ დრომდე აგრძელებენ. რამდენიმე ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, რადგან რამდენიმე საათის განმავლობაში 10-ზე მეტი ბიძგი განმეორდა.
ცნობისთვის, ინდონეზიაში მიწისძვრა გუშინ მოხდა. მისი სიმძლავრე 6.6 მაგნიტუდა იყო.
ავტორი: ,