14:57 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-07 12:41:31, 720 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძემ აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

თბილისის მერმა კახა კალაძემ 2008 წლის 8 აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. 

„აგვისტოს ომიდან ათი წელი გავიდა. ჩვენმა ქვეყანამ ძალიან რთული დღეები გამოიარა. სამწუხარო რეალობაა ის, რომ ათი წლის შემდეგაც, ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია. დავკარგეთ ძალიან ბევრი ადამიანი, მშვიდობიანი მოსახლეობა, ჩვენი მებრძოლი გმირები. მათ უკვდავსაყოფად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ქვეყანა განვითარდეს, გაძლიერდეს, წინ წავიდეს და მათი სულები არ უნდა დაგვავიწყდეს. პირიქით, ჩვენს შვილებს, მომავალ თაობებს ამ ბიჭების მაგალითზე სამშობლოს სიყვარული უნდა ვასწავლოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მოადგილეებთან, ირაკლი ხმალაძესთან და ირაკლი ბენდელიანთან  ერთად იმყოფებოდა.

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics