13:15 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-05 15:35:57, 1229 ნახვა

საზოგადოება
ილია მეორე: ნარკოტიკების ლეგალიზაცია ერის მტრობის ტოლფასია

დარწმუნებული ვარ, ადამიანები,  ვინც  მარიხუანაზე გადაწყვეტილება მიიღო, თვითონ არ არიან თანახმა, , – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ საკვირაო ქადაგების დროს განაცხადა.

ილია მეორეს თქმით, ნარკოტიკების ლეგალიზაცია ერის მტრობის ტოლფასია. 

„ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თუ ნარკოტიკებს დავუშვებთ, უნდა დავუშვათ ვაჭრობა და მოყვანა ნარკოტიკების და მთავარი რაც არის, გამოიწვევს იმ ახალგაზრდების ჩამოსვლას მეზობელი ქვეყნებიდან, რომლებიც ცხოვრების კალაპოტიდან არიან ამოვარდნილი, შეიქმნება ცენტრი ნარკოტიკების. მივმართავ უპირველეს ყოვლისა ჩვენს ხელისუფლებას, ინტელიგენციას, ახალგაზრდობას, გავუფრთხილდეთ სამშობლოს, ჩვენს შვილებს. გვახსოვდეს, რომ ნარკოტიკების გასინჯვა უკვე დასაწყისია დაცემისა. მე კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით, ნუ დავღუპავთ ჩვენს შვილებს, ნუ დავუშვებთ ამ უკანონობას. ღმერთმა ძალა მოგცეთ, მოგცეთ სიბრძნე.  ამიტომ ვთხოვე მუფეს, წაეკითხა ეკლესიასტე და გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, დღეში ერთი თავი წიკითოთ სიბრძნე სოლომონისა. ღმერთმა დაგლოცოთ“,-განაცხადა პატრიარქმა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics