20:45 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-02 18:45:32, 1286 ნახვა

კომენტარი
მიხეილ რამიშვილი: მეუფე იაკობმა, მუქარას თავი დაანებოს, სჯობს თავის თავს მიხედოს

„მეუფე იაკობმა, მუქარას თავი დაანებოს, სჯობს თავის თავს მიხედოს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვინ რა დღეში ჩავარდება მაგას დრო გვანახებს“, - ასე გამოეხმაურა დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი, პატრიარქის ქორეპისკოპოსს მეუფე იაკობის განცხადებას.

რამიშვილის განმარტებით, პატრიარქს არასდროს უთქვამს, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავეა.

„პატრიარქს არასწორ ინფორმაციას მიაწვდიდნენ. ძალიან კარგად მახსოვს პატრიარქის სიტყვები. ჩემს კოლეგებთან ერთად ვიყავი, როდესაც პატრიარქმა ბრძანა, რომ მამა გიორგი არათუ ჩაიდენდა ეგეთ დანაშაულს, არც გაიფიქრებდა ამგვარ ქმედებას. მან თანხმობა განაცხადა, ჩვენ მზაობაც კი გვქონდა, რომ ეს საბუთები გაგვემზადებინა, პატრიარქს ხელი მოეწერა პირად თავდებობასთან დაკავშირებით და ძალიან კარგად მახსოვს, რომ მეორე დღეს შევიდნენ გარკვეული პირები და მე დარწმუნებული ვარ, მათ შორის იქნებოდა მეუფე იაკობი. მუქარას თავი დაანებოს, სჯობს თავის თავს მიხედოს საერთოდ რა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვინ რა დღეში ჩავარდება მაგას დრო გვანახებს“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე მეუფე იაკობმა, გიორგი მამალეძესთან დაკავშირებით, აღნიშნა, რომ დეკანოზი დამნაშავეა და „ვინც მამალაძეს იცავს თვითონვე გაეხვევიან შარში“.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეტროსადგურ ისანში კაცი ლიანდაგებში ჩავარდა
რუსეთის ინტერესთა სექცია: დავასუფთავეთ კუკიის სასაფლაოზე მდებარე სამამულო ომის მემორიალი
ზურაბიშვილი პარტიების აკრძალვაზე: ოცნებას კონკურენციის და დემოკრატიის უნარი არ გააჩნია
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე განაჩენი 6 მაისს გამოცხადდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics