17:19 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-02 14:53:51, 1232 ნახვა

სამართალი
სიძულვილის მოტივით, ლგბტ თემის სამი წარმომადგენელი ცემეს

გუშინ, გვიან ღამით, გლდანში, ლგბტ თემის სამი წარმომადგენელი ჰომოფობიური სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მსხვერპლები გახდნენ. როგორც დაზარალებული ამბობს ორმა 20 წლამდე ახლაგაზრდამ მათ ჰომოფობიური შინაარსის სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და შემდეგ მათ ცემაზე გადავიდა. 
"პოლიცია თავიდან გულგრილად ეკიდებოდა საქმეს, თუმცა "თანასწორობის მოძრაობა-ს იურისტის და საგამოძიებო ნაწილში სხვა განყოფილების ჩართვის შემდეგ, პოლიციის დამოკიდებულება გაუმჯობესდა. დაზარალებულებმა ამ წამს დატოვეს ექსპერტიზის სამსახური. ჩვენ ვამონიტორინგებთ ამ საქმეს, რათა დამნაშავეები საკადრისად დაისაჯონ." - წერია თანასწორობის მოძრაობის განცხადებაში.
ამასთან როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჰომოფობიურ ნიადაგზე ჩადენილი ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა გლდანში გენდერული იდენტობის ნიშნით მოტივირებული ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. 
გამოძიების პირველადი მონაცემებით გლდანში, ერთ-ერთ სკვერში 1998 წელს დაბადებულმა ს.ყ.-მ და 1999 წელს დაბადებულმა მ.გ. სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს  სამ პირს.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის I ნაწილით.  დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics