|
2018-08-02 11:02:23, 784 ნახვა
სამართალი
სასამართლომ ოჯახში ძალადობისთვის ბრალდებულს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
ბათუმის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახში ძალადობისთვის ბრალდებული ხ.კ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის 'ბ" ქვეპუნქტით. სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2018 წლის 18 თებერვალს, დაახლოებით 17:00 საათზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ხ.კ.-მ ქობულეთის მუნიციპალიტეტში, მისსავე საცხოვრებელ სახლში მეუღლეს ა.კ.-ს მიმართ არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ფსიქოლოგიური ძალადობა განახორციელა და შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი დამოკიდებულებით, აგრესიით აიძულებდა მას გარკვეული მოქმედების შესრულებას, შემდეგ კი დაზარალებულის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა, რა დროსაც სახეში დაარტყა, ყელში წაუჭირა ხელი, ძირს დააგდო და სცემა. ხ.კ.-ს ქმედებით ა.კ.-მ სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო და ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა განიცადა. სასამართლოში ასევე დადგინდა, რომ ხ.კ. მეუღლეზე არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად სისტემატურად ძალადობდა. სამართალდამცველებმა ხ.კ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე 2018 წლის 16 მაისს ქ.ქობულეთში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ხ.კ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, საიდანაც მსჯავრდებული 1 წელს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოიხდის, ხოლო 1 წელი ჩაეთვალა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით.
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)