20:34 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-31 17:27:46, 1123 ნახვა

პოლიტიკა
გია ხუხაშვილი: სალომე ზურაბიშვილი წლების განმავლობაში იყო „ქართული ოცნების“ აგრესიული აქტივისტი

ექსპერტ გია ხუხაშვილის შეფასებით,  სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებელი კანდიდატი არაა, იგი „ქართული ოცნების“ აგრესიული აქტივისტია  - ამის შესახებ ხუახაშვილმა „ექსპრესნიუსს“ განუცხადა.

ექსპერტის შეფასებით,  ზურაბიშვილის დამოუკიდებლობა მხოლოდ ფორმალურია და იგი „ქართული ოცნების“ კანდიდატად იქნება ასოცირებული.

„პრეზიდენტის ინსტიტუტი არ აღიქმება ძალაუფლების ცენტრად, ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებამ შეიძლება რაღაც პრობლემები შექმნას, თუმცა ეს ძალაუფლების თვალსაზრისით, არ იქნება კრიტიკული.

რბილად რომ ვთქვა, სალომე ზურაბიშვილი ცოტა თავნება ადამიანია და გარკვეული პრობლემები იქნება, მაგრამ ეს ყველაფერი უფრო ტრაგიკომედიას დაემსგავსება, ვიდრე რაღაც სახელმწიფოებრივ კრიზისს. ასე რომ , ამას მე ტრაგიკულად არ შევხედავდი.

თქვენ გჯერათ, რომ სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებელი კანდიდატია? ის წლების მანძილზე იყო ‘’ქართული ოცნების“ ძალიან აგრესიული აქტივისტი, ამიტომ მისი დამოუკიდებლობა მხოლოდ ფორმალურად შეიძლება გავიგოთ. - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ არსებული  ინფორმაციით,  სალომე  ზურაბიშვილის  დამოუკდებელ კანდიდატად  წარდგენა  განიხილება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics