09:35 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-31 16:32:52, 471 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე: ეკონომიკური შედეგები ყოველ ჩვენგანზე აისახება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ეკონომიკური პოლიტიკის შესახებაც ისაუბრა.

მისი თქმით, ეკონომიკური შედეგები, რაც რეგიონში მიიღწევა, აჭარის თითოეულ  მკვიდრზე უნდა აისახოს. თორნიკე რიჟვაძემ ასევე აღნიშნა, რომ საგადასახადო შეღავათები აუცილებლად იქნება მიმართული აჭარისა და ბათუმის მეტი პოპულარიზაციისკენ და ხელს შეუწყობს დასაქმებას.

„ეკონომიკური განვითარების ხაზი რა თქმა უნდა გადის ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდაზე და ეს გულისხმობს აჭარის თითოეულმა მკვიდრმათავის თავზე იგრძნოს ის ეკონომიკური შედეგები, რაც ჩვენს ქვეყანაში მიიღწევა. ამისთვის კი ჩვენ გვაქვს კონკრეტული ეკონომიკურიინიციატივები, როგორც ტურიზმის, ასევე ეკონომიკის მიმართულებით, ასევე მომიჯნავე სექტორებში. შესაბამისად, ჩვენ ამ კონკრეტულიინიციატივებით ძალიან მალე შევძლებთ ჩვენი საქმიანობის და ეკონომიკური პოლიტიკის გატარების შედეგები თითოეულმა ჩვენგანმა იგრძნოს.

საგადასახადო შეღავათები მიმართული იქნება აჭარისა და ბათუმის მეტი პოპულარიზაციისკენ. როგორც კორპორატიული, ასევეწარმომადგენლობითი ოფისებისთვის შეიქმნება კონკრეტული საგადასახადო ინიციატივები, რომელიც ჩვენს რეგიონს მოუტანს როგორც ახალწარმომადგენლობით ოფისებს, ასევე ხელს შეუწყობს დასაქმებას", - აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
CNN: აშშ-მ ირანთან ომისთვის „პატრიოტის“ ტიპის სარაკეტო კომპლექსების მარაგის 50% გამოიყენა
უკრაინის მიერ ნავთობის წარმოების დაზიანების ან განადგურების შემდგომ, რუსეთი ბენზინის წარმოების სახელმწიფო დაგეგმვის სისტემას აღადგენს
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics