09:37 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-30 09:20:30, 479 ნახვა

რეგიონი
ზემო ალაზნის მაგისტრალური არხის მონაკვეთს რეაბილიტაცია ჩაუტარდა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში ზემო ალაზნის მაგისტრალური არხის მონაკვეთს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

მაგისტრალური არხის 2,5 კმ. სიგრძის მონაკვეთი გაიწმინდა მცენარეებისგან, გაკეთდა ლითონის მილხიდები და მოეწყო საექსპლუატაციო გზა. გაიჭრა ახალი სადრენაჟო-საკოლექტორო და საირიგაციო დანიშნულების არხი, რაც დამატებით  350 ჰა მიწის ფართობის მორწყვას უზრუნველყოფს. სამუშაოების შედეგად მაგისტრალური არხის ახალმოწყობილი მონაკვეთის ტევადობა და სიღრმე გაიზარდა. პარალელურად, ზემო ალაზნის მაგისტრალური არხის სხვადასხვა მონაკვეთზე ფილტრაციის საწინააღმდეგო სამუშაოები ჩატარდა, რაც, მომავალში მიწის ფართობების შესაძლო დამეწყვრას გამორიცხავს.

ზემო ალაზნის მაგისტრალურ არხზე სარეაბილიტაციო სამუშაოები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქრთველოს მელიორაციამ“ განახორციელა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
CNN: აშშ-მ ირანთან ომისთვის „პატრიოტის“ ტიპის სარაკეტო კომპლექსების მარაგის 50% გამოიყენა
უკრაინის მიერ ნავთობის წარმოების დაზიანების ან განადგურების შემდგომ, რუსეთი ბენზინის წარმოების სახელმწიფო დაგეგმვის სისტემას აღადგენს
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics