|
2018-07-29 10:57:56, 803 ნახვა
სამხედრო
ამერიკული საბრძოლო ჯავშანმანქანის მარშირება საქართველოში - ვიდეო
აშშ-ის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის დემონსტრირების მიზნით, „ღირსეული პარტნიორი 2018“-ში მონაწილე ამერიკული საბრძოლო ჯავშანმანქანის -„სტრაიკერი“ კონვოიმ სენაკიდან ვაზიანის მიმართულებით მარშირებით ჩაიარა. გადაადგილებისას ამერიკული ჯავშანტრანსპორტიორის კოლონა ქალაქ გორის ცენტრში გაჩერდა, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა მრავალეროვნული სწავლების, საქართველოსა და აშშ-ის სახელმწიფო დროშებით შეხვდა. მოქალაქეებსსამხედრო ტექნიკის დათვალიერებისა და სამახსოვრო ფოტოების გადაღების საშუალებაც მიეცა. გორიდან ამერიკული ჯავშანტრანსპორტიორის კოლონების მარშირება ვაზიანში, „ღირსეული პარტნიორის“ სწავლების არეალში დასრულდა. 1 აგვისტოს „სტრაიკერი“ უშუალოდ წვრთნებში ჩაერთვება. სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად ამერიკული “სტრაიკერები“ სხვა სამხედრო ტექნიკასთან ერთად რუმინეთში, კონსტანცას პორტიდან შავი ზღვით გამოიგზავნა და ფოთის პორტში შემოვიდა. „ღირსეული პარტნიორი 2018“ ოფიციალურად ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე 1 აგვისტოს გაიხსნება. სწავლება საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის ლიდერობით ხორციელდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)