|
2018-07-26 16:08:28, 8973 ნახვა
კულტურა
„საქართველოს ბანკის“ პარტნიორობით, „ბლექ სი არენაზე“ შვიდკაცასა და Take 6-ის ერთობლივი კონცერტი გაიმართება
„მთელი საქართველოს ბანკის“ პარტნიორობით, 11 აგვისტოს, „Check In Georgia“-ს ფარგლებში „ბლექ სი არენაზე“ „შვიდკაცასა“ და „Take 6“-ის ერთობლივი კონცერტი გაიმართება. „შვიდკაცას“ საიუბილეო კონცერტი ანსამბლის სცენაზე მოღვაწეობის 20 წლის იუბილესა და საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს ეძღვნება. ღონისძიების სპეციალური სტუმარია 10 „გრემის“ მფლობელი ამერიკული აკაპელა ჯგუფი „Take 6“. კონცერტში მონაწილეობს საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრიც მიიღებს ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით. კონცერტზე გაჟღერდება „შვიდკაცას“ რეპერტუარიდან ცნობილი სიმღერები - ნიკოლოზ რაჭველის ახლებური ინტერპრეტაციით. საინტერესო კოლაბორაცია იქნება „შვიდკაცას“ და ამერიკული ჯგუფის ერთობლივი გამოსვლა ორკესტრის თანხლებით, „Take 6“-ი ასევე, საკუთარი რეპერტუარიდან ცნობილ კომპოზიციებს შეასრულებს. „შვიდკაცას“ მრავალწლიანი სასცენო მოღვაწეობის განმავლობაში გამართული აქვს არაერთი სოლოკონცერტი როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთაც. 2017 წელს ის გახდა პირველი ქართული ანსამბლი, რომელმაც შეასრულა სიმღერა Oracle არენაზე, სადაც ერთმანეთს ხვდებოდა „Golden State Warriors“ და „Memphis Grizzlies“. ამერიკული ჯგუფი „Take 6“ 1980 წელს ალაბამაში ჩამოყალიბდა. სექსტეტი აკაპელა და გოსპელ ჟანრებში მოღვაწეობს, ისევე, როგორც რიტმ ენდ ბლუზსა და ჯაზში. მათ საკუთარი კარიერის განმავლობაში 10 „გრემი“ დაიმსახურეს. ასევე მიღებული აქვთ სხვადასხვა პრესტიჟული მუსიკალური ჯილდო თუ ნომინაცია. ჯგუფი თანამშრომლობდა ისეთ ცნობილ არტისტებთან, როგორებიც არიან რეი ჩარლზი, უიტნი ჰიუსტონი, ელ ჯერო, ქუინსი ჯონსი, ქუინ ლატიფა, ბრაიან მაქნაითი, მარკუს მილერი, „მანჰეტენ ტრანსფერი“ და სტივი უანდერი.
(R)
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)