|
2018-07-26 13:33:26, 550 ნახვა
საზოგადოება
მამუკა ბახტაძე - შახტის მართვა სახელმწიფოს საქმე ნამდვილად არ არის
შახტის მართვა სახელმწიფოს საქმე ნამდვილად არ არის, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „საქნახშირის" შეთავაზების თემაზე ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას. პრემიერის თქმით, ისეთ მნიშვნელოვან და სასიცოცხლო აქტივს, როგორადაც საქართველოში შეიძლება ჩავთვალოთ ქვანახშირის მოპოვება, უნდა ჰქონდეს გრძელვადიანი სტრატეგია. „ჩვენ უნდა ვიცოდეთ დარგი როგორ განვითარდება, რა იქნება მისი უპირატესობები და რა მხარდაჭერა სჭირდება ნებისმიერ დარგს სახელმწიფოსგან, რომ შეინარჩუნოს და პერსპექტივაში გაზარდოს სამუშაო ადგილები. ჩვენი ამოცანაა, ჩვენ ვხედავდეთ კონკრეტულ სტრატეგიას, რომელიც ასევე ადვილად დასანახია მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, რომ საქმიანობა და მათი სამუშაო ადგილები პროგნოზირებადია. ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ და განვაცხადე კიდევაც, რომ ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი სექტორია, თუმცა ადამიანის სიცოცხლესა და უსაფრთხოებაზე მაღლა ვერაფერს დავაყენებთ. ამიტომ მივიღე ის გადაწყვეტილება, რომელიც მივიღე - რომ ყველა შახტი უნდა იყოს დალუქული მანამ, ვიდრე ჩვენ არ მივიღებთ კონკრეტულ დასკვნას ორი მიმართულებით. პირველი - ეს გახლავთ გამოძიება, რომელსაც ხელმძღვანელობს შინაგან საქმეთა სამინისტრო. როგორც იცით, შახტში შრომის უსაფრთხოების გაძლიერებასთან დაკავშირებით არაერთი რეკომენდაცია არსებობდა. ძიება სწორედ ამ საკითხზე მიმდინარეობს, რომ ჩვენ ვიცოდეთ კონკრეტული სურათი, რამ გამოიწვია ეს ტრაგედია და რამდენად შესრულდა ის რეკომენდაციები, რომლებიც იყო გაცემული. მეორე მიმართულებაა საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა, რომელიც რა თქმა უნდა, ჩატარებული უნდა იყოს საერთაშორისო, ისეთი ორგანიზაციისა და ადამიანთა ჯგუფის მიერ ჩატარებული, რომელსაც მაღალი პროფესიული ნდობა აქვს, რათა ჩვენ, ისევე როგორ მთელს საზოგადოებას ესმოდეს, რა გვაქვს ყველას ერთობლივად გასაკეთებელი, რომ მომავალში მსგავსი ადამიანური ტრაგედიები თავიდან ავიცილოთ", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. პრემიერის თქმით, ამ დარგს სჭირდება გრძელვადიანი განვითარების სტრატეგია და სახელმწიფო უნდა ხედავდეს, რომ ორგანიზაციას აქვს ამის საშუალება და პერსპექტივა. „აღარ მინდა, ამ შემთხვევაში პასუხი არ არის. არსებობს პასუხისმგებლობა. იქ მოხდა უზარმაზარი ტრაგედია და ეს არ არის პირველი შემთხვევა. ასე არ ხდება. ჩვენ სერიოზულ თემაზე ვსაუბრობთ და სერიოზულად ვუდგებით საკითხს. მზად ვართ დავეხმაროთ ნებისმიერ ინვესტორს, კომპანიას, მაგრამ იმ ორ საკითხზე კონკრეტული დასკვნების შემდეგ გვექნება პრინციპული საუბარი, მათ შორის ამ კომპანიის წარმომადგენლებთან", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)