07:13 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-25 19:28:22, 827 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ პარტნიორობით „ბლექ სი არენაზე“ ნანი ბრეგვაძის შემოქმედებითი საღამო კრის ბოტისთან ერთად გაიმართება

მთელი საქართველოს ბანკის, გენერალური პარტნიორობით, „ჩექ ინ ჯორჯიასა“ და „ ბლექ სი არენას“ ორგანიზებით,  ქართველი მომღერლის, ნანი ბრეგვაძის  კონცერტი გაიმართება.

16 აგვისტოს სპეციალური სტუმრის სტატუსით, „ბლექ სი არენაზე“ მსმენელის წინაშე წარდგება  მსოფლიოში აღიარებული მესაყვირე, „გრემის“ მფლობელი მუსიკოსი კრის ბოტი. ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი სოლისტებთან ერთად წარმოგიდგენთ ყველასათვის ცნობილ და საყვარელ მელოდიებზე, ნიკოლოზ რაჭველის მიერ შექმნილ ორიგინალურ საორკესტრო ვერსიებს.

კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ბათუმის მუსიკალური ცენტრის სახელმწიფო კაპელა. შესრულდება სპეციალურად ნანი ბრეგვაძისათვის მე-20 საუკუნის გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორებისა თუ სასიმღერო ტექსტებს ცნობილი შემქმნელების მორის ფოცხიშვილისა და პეტრე გრუზინსკის მიერ დაწერილი შედევრები.

16 აგვისტოს ნანი ბრეგვაძესთან ერთად სცენაზე იდგებიან ეკა მამალაძე, ნატალია ქუთათელაძე, ნინო ქათამაძე, სტეფანე მღებრიშვილი და რაც მთავარია - კრის ბოტი. 

 

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics