2018-07-25 18:13:38, 756 ნახვა
საზოგადოება
27-31 ივლისის ჩათვლით სენაკი-ფოთი-სარფის გზაზე შეზღუდვები დაწესდება
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის(თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის 27-ე კმ-ზე ფოთში მდინარე რიონზე მდებარე წყალგამყოფ ჰიდროკვანძზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 27 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, 08:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
დროის ამ პერიოდში აღნიშნული ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზაზე, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
ავტორი: ,