|
2018-07-24 16:51:54, 991 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ქობულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელს ფრანსუა პეშოს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში ფრანსუა პეშოს შეხვდა. ეს იყო გაცნობითი ხასიათის პირველი შეხვედრა მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა გიორგი ქობულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად დაამტკიცა. შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" მიმდინარე პროგრამა საქართველოში, აგრეთვე საქართველოს ეკონომიკის ტენდენციები და მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი რეფორმები. აღინიშნა, რომ პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რადგან საქართველოს მთავრობის რეფორმების დღის წესრიგს ეფუძნება და მხარს უჭერს ქვეყანას დასახული სტრატეგიული მიზნების მიღწევაში. მხარეები შეთანხმდნენ, რომ პარტნიორული ურთიერთობა საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის გაგრძელდება. შეხვედრას დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)