20:11 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-24 16:08:10, 1170 ნახვა

მსოფლიო
საბერძნეთში დაკარგული საქართველოს ორი მოქალაქიდან ერთი იპოვეს

საბერძნეთში დაკარგული საქართველოს ორი მოქალაქიდან, ერთი იპოვეს.

როგორც საბერძნეთში საქართველოს საელჩოს მიმართვაშია აღნიშნული, იგი თავს კარგად გრძნობს და უსაფრთხო ადგილზე იმყოფება.

რაც შეეხება მეორე მოქალაქეს, მის მოსაძებნად ინტენსიური სამუშაოები გრძელდება.

„საქართველოს ორი მოქალაქის თაობაზე, რომლებთანაც ოჯახები დაკავშირებას ვერ ახერხებდნენ, გაცნობებთ, რომ საელჩომ შეძლო ერთ-ერთი მათგანის მოძიება. ამჟამად, ჩვენი თანამემამულე უსაფრთხოდ და ოჯახთან ერთად იმყოფება. საელჩო, საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, აგრძელებს ჩვენი მეორე მოქალაქის ინტენსიურად ძებნას.

14:00 საათის მდგომარეობით, საქართველოს საელჩოში ჩვენს დაზარალებულ მოქალაქეებთან დაკავშირებით დამატებითი შეტყობინება არ შემოსულა. საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს ხანძრის შედეგად დაღუპულთა და ჰოსპიტალიზირებულთა იდენტიფიცირებაზე. დაღუპულთა და ჰოსპიტალიზირებულთა შესახებ ინფორმაციის მოპოვებისთანავე მოგაწვდით განახლებულ ინფორმაციას“, - ნათქვამია საელჩოს მიმართვაში.

ცნობისთვის, ბოლო მონაცემებითსაბერძნეთში ხანძარს 50 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 100-ზე მეტიკი დაშავდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებმა საქართველოს პროკურატურას მიმართეს
„თეგეტა“ ბიზნესისთვის - კომპანიამ სადისტრიბუციო სექტორს ფლიტ მენეჯმენტის ახალი სტანდარტი წარუდგინა
ფაშინიანი - დღის წესრიგშია საქართველოსთან დელიმიტაციის დასრულების საკითხიც
ხელისუფლების მიერ არჩეული კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის გზას - ევროკავშირის წარმომადგენლობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics