2018-07-23 16:31:04, 553 ნახვა
საზოგადოება
შეფერხების გამო, ზუგდიდი-თბილისის მატარებლის მგზავრებს ბილეთის საფასურის 50%-ს დაუბრუნებენ
ზუგიდიდან თბილისისკენ მოძრავი ჩქაროსნული მატარებელი უამინდობის გამო, აგარა-გორის სარკინიგზო გადასარბენზე ტექნიკური მიზეზით გაჩერდა.
„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა, უხვმა ნალექმა და ელჭექმა საკონტაქტო ხაზის გაწყვეტა გამოიწვია. შედეგად ვერ მოხერხდა ელექტროენერგიის მიწოდება, რამაც მატარებლის მოძრაობა შეაფერხა.
„თბილისი-ზუგდიდის სამგზავრო მატარებლის ყველა მგზავრს კომპენსაციის სახით, ბილეთის საფასურის 50% უკან დაუბრუნდებათ. თანხის მისაღებად, მიმდინარე კვირის განმავლობაში მგზავრებს შეუძლიათ ნებისმიერ სალაროს მიმართონ.
საქართველოს რკინიგზა მგზავრებს ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტის გამო“, - ნათქვამია განცხადებაში.
(NS)
ავტორი: ,