06:21 - 22 Apr, 2026
|
2018-07-23 13:42:19, 585 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძემ ჯანდაცვის მინისტრად ზაალ მიქელაძე წარადგინა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ სამინისტროს თანამშრომლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად ზაალ მიქელაძე წარუდგინა. რეგიონის ახლადდამტკიცებული მეთაური ჯანდაცვის სამინისტროს ეწვია და მინისტრთან ერთად სამინისტროს დეპარტამენტების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ის მხარს დაუჭერს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით ახალი ინიციატივებისა და პროექტების განხორციელებას. ზაალ მიქელაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად 2016 წელს დაინიშნა. აჭარის მთავრობის ახალმა თავმჯდომარემ მას ნდობა მეორედ გამოუცხადა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)