19:30 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-23 13:01:06, 1229 ნახვა

პოლიტიკა
ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ ანგარიშს მოამზადებს

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა საქართველოს საკითხებზე ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მომხსენებელს, ანდრეს მამიკინს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით რეფორმების მიმდინარეობა მიმოიხილეს.

„წელს პირველად ევროპარლამენტი საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით ანგარიშს მოამზადებს. ევროპული ინტეგრაცია ჩვენი ერთ-ერთი მკაფიო პრიორიტეტია და ამ მიმართულებით ქვეყანაში ბევრი რამ კეთდება. ევროპარლამენტართან შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეფორმების მიმდინარეობას როგორც ადამიანის უფლებების სფეროში, ისე ეკონომიკური თანამშრომლობის, ტრანსპორტის და ენერგეტიკის, გარემოს დაცვის სფეროებში. საქართველო შეფასებულია, როგორც მოწინავე ქვეყანა ასოცირების შეთანხმების განხორციელების თვალსაზრისით, როგორც საუკეთესო მაგალითი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის და ჩვენი სურვილია ეს შეფასებები ევროპარლამენტის ანგარიშშიც აისახოს", - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

კომიტეტის თავმჯდომარემ ანდრეს მამიკინს მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ მიღებული რეზოლუციისთვის, რითიც ევროპარლამენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი კიდევ ერთხელ გამოხატა მკაფიო მხარდაჭერა. 

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ანდრეს მამიკინსი საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებს, საქართველოს პრეზიდენტს, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, არასაპარლამენტო ოპოზიციას, ასევე სახალხო დამცველს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics