|
2018-07-21 18:12:20, 814 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქის მერმა კიკეთში ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური მთაწმინდის რაიონში, დაბა კიკეთში, ცომაიასა და თაყაიშვილის ქუჩების კაპიტალურ რეაბილიტაციას აწარმოებს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო. დედაქალაქის მერის თქმით, პროექტის განხორციელების შედეგად, მთლიანად მოწესრიგდება გზა, რომელიც წლების განმავლობაში მძიმე მდგომარეობაში იყო. „კიკეთის გადასახვევიდან ეკლესიამდე 2-კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც ძალიან დაზიანებული იყო, მთლიანად მოწესრიგდება. ასევე, სანიაღვრე სისტემა მოეწყობა და ასფალტის საფარი დაიგება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის განხორციელება ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით დავიწყეთ. ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში, აქ მოსახლეობასთან შეხვედრაზე ვიმყოფებოდი. მათ მთხოვეს აღნიშნული პრობლემის მოგვარება, რომელიც წლების განმავლობაში აწუხებდათ“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე იმყოფებოდნენ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე, პარლამენტის დეპუტატი ბექა ოდიშარია და თბილისის საკრებულოს დეპუტატი ჯაბა ჯიშკარიანი. პროექტი 1.6-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციას და ბეტონის კიუვეტების 263 მ სიგრძეზე მოწყობას, ასევე, წყალგამტარი მილების გაწმენდა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს. აღნიშნულ მონაკვეთზე, 10 000 მ2 ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება. სამუშაოები მიმდინარე წლის 22 მაისს დაიწყო და 30 ივლისს დასრულდება. პროექტზე დედაქალაქის მერიის ბიუჯეტიდან ერთი მილიონი ლარი დაიხარჯება. შესაბამის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „ჯეუ გრუპი“ აწარმოებს.
(NS)
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)