|
2018-07-21 10:54:11, 761 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტი შრომის უსაფრთხოების შესახებ ახალი კანონპროექტის გამკაცრებაზე მსჯელობს
შრომის უსაფრთხოების შესახებ ახალი კანონის პროექტის შესახებ მსჯელობენ სამუშაო შეხვედრაზე შეკრებილი ჯგუფის წევრები. პროექტის ინიციატორ დეპუტატებთან სოფო კილაძესთან და დიმიტრი ცქიტიშვილთან ერთად შეხვერდაში მონაწილეობას იღებენ აღმასრულებელი ხელისუფლებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, სახალხო დამცველის ოფისი, დასაქმებულთა და დამსაქმებელთა იტერესების დამცველი ორგანიზაციები. ორდღიან შეხვედრაზე მხარეები შეიმუშავებენ შრომის უსაფრთხოების შესახებ კონცეპტუალურად ახალ და ეფექტურ რეგულაციებს, რომლებიც შესაბამისობაში იქნება ევროკავშირთან გაფორმებული, ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში სავალდებულო დირექტივების მოთხოვნებთან და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დაწესებულ საერთაშორისო სტანდარტებთან. შეხვედრის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება შრომის უსაფრთხოების ახალი კანონის პროექტი, რომელიც შემუშავადა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტის მიერ. მხარეები იმსჯელებენ პროექტის წარმოდგენილი ცვლილებების კონცეფციაზე, პრინციპებსა და მიზნებზე, ისევე როგორც მოხდება კანონპროექტის დატალური განხილვა. „ჩვენ უნდა შევიმუშაოთ შრომის უსაფრთხოების ძლიერი სისტემა, რომელმაც უნდა დაიცვას თითოეული დასაქმებულის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ამისთვის გვჭირდება შრომის ინსპექცია, რომელიც იქნება შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი. ის უფლებები, რაც კანონის დონეზე განისაზღვრება, აუცილებლად უნდა მოვიდეს სისრულეში იმისათვის, რომ ტყიბულის მსგავსი ტრაგედიები ავიცილოთ თავიდან. სწორედ ამას ემსახურება ეს ცვლილებები."- განაცხადა სოფო კილაძემ. სამუშაო ჯგუფი შექმნილია შრომის უსაფრთხოების შესახებ არსებული კანონმდებლობის გადახედვისა და დახვეწის მიზნით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტისა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ, შესაბამისი სამთავრობო უწყებებისა და დაინტერესებული მხარეების ჩართულობით. პროექტი ხორციელდება საქართველოში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) წარმომადგენლობის მხარდაჭერით.
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)