|
2018-07-19 17:57:31, 1364 ნახვა
პოლიტიკა
დონალდ ტუსკი: ევროკავშირი რჩება საქართველოს წარმატებული რეფორმების პროცესის ძლიერი მხარდამჭერი
ევროკავშირი რჩება საქართველოს წარმატებული რეფორმების პროცესის ძლიერი მხარდამჭერი, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან მამუკა ბახტაძეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და რეგიონში საქართველოს მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „ევროპის კავშირი და საქართველო ახლო მეგობრები და პარტნიორები არიან. პრემიერ-მინისტრმა და მე შეხვედრაზე კვლავ დავადასტურეთ მზადყოფნა ამბიციური ასოცირების შეთანხმების საფუძველზე ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაგრძელებისა და ყოველივე ამაში ვითვალისწინებთ ევროკავშირთან საქართველოს პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის სტრატეგიულ მნიშვნელობას. ევროკავშირი რჩება საქართველოს წარმატებული რეფორმების პროცესის ძლიერი მხარდამჭერი. ჩვენ შევთანხმდით ამ ძალისხმევის გაგრძელების საჭიროებაზე. ასევე, ძალიან დამაინტერესა და განვიხილეთ რეგიონში არსებული სიტუაცია. საქართველო გამოწვევებით აღსავსე სამეზობლოში იმყოფება და გადამწყვეტ როლს ასრულებს ურთიერთობათა დალაგების, ხელშეწყობისა და „ხიდების აგების" სფეროში. ევროკავშირი აფასებს ამ კუთხით საქართველოს ძალისხმევას და ველით თქვენთან მუშაობის გაგრძელებას რეგიონში სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით. ასევე, ძალიან ვაფასებთ საქართველოს კონსტრუქციულ როლს „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფორმატში, ისევე როგორც ევროპული და ტრანს-ატლანტიკური მისიების ფარგლებში უსაფრთხოების უზრუნველყოფის გამო“, - განაცხადა დონალდ ტუსკმა.
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)