22:13 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-19 17:43:17, 1361 ნახვა

ეკონომიკა
ირმა ქავთარაძემ საყოფაცხოვრებო ტექნიკის იმპორტიორ კომპანიებს დაგეგმილი რეფორმები გააცნო

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა შეხვედრა მწარმოებელი და იმპორტიორი კომპანიის წარმომადგენლებთან საყოფაცხოვრებო მოწყობილობების ენერგომარკირების საკითხზე. „ენერგეტიკული გაერთიანების" დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს შეერთების შესახებ ოქმის თანახმად, საქართველოსთვის, როგორც აღნიშნული  გაერთიანების წევრი სახელმწიფოსთვის, სავალდებულო გახდა მარკირების შესახებ 2010/30/EU ევროდირექტივის შესრულება, რომელიც ითვალისწინებს შესაბამისი კანონპროექტისა და 12 სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე ტექნიკური რეგლამენტების შემუშავებას.

შეხვედრა გახსნა მინისტრის მოადგილემ ირმა ქავთარაძემ. მან ხაზი გაუსვა კერძო სექტორის ჩართულობის მნიშვნელობას კანონმდებლობის შემუშავებაში, რათა პროცესი წარიმართოს გამჭვირვალედ, კომპანიებს თავიდანვე ჰქონდეთ ინფორმაცია ახალი რეგულაციების შესახებ და გათვალისწინებული იქნას მათი შენიშვნები თუ წინადადებები. 

სამუშაო ჯგუფის წევრებმა წარმოადგინეს ევროდირექტივის ძირითადი მოთხოვნები და აღსრულების ვადები, 5 სახის საყოფაცხოვრებო მოწყობილობის, მათ შორის კომბინირებული სარეცხი-საშრობი მანქანების, საშრობი მანქანების, ჭურჭლის სარეცხი მანქანების, მტვერსასრუტების, ელექტრონათურებისა და სანათების ენერგო ეტიკეტირების შესახებ მომზადებული ტექნიკური რეგლამენტების პროექტების პირველადი ვერსიები.

შეხვედრის დასასრულს აღინიშნა, რომ ტექნიკის ენერგო მარკირების თემაზე მსგავსი ტიპის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება, რათა კერძო სექტორი მაქსიმალურად ინფორმირებული და მომზადებული შეხვდეს რეგულაციების ამოქმედებას. 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
მეტროსადგურ ისანში კაცი ლიანდაგებში ჩავარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics