22:12 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-19 17:39:13, 1239 ნახვა

ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა შეხვედრა გამართა მსოფლიო ბანკის მმართველობის გლობალური პრაქტიკის (The Governance Global Practice - GGP) უფროს დირექტორთან, დებორა ვეცელთან  (Debora Wetzel).

შეხვედრაზე, რომელსაც ასევე, დაესწრო მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში  მერსი ტემბონი, მიმოიხილეს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტები.

საუბარი, ძირითადად, შეეხო საჯარო მმართველობის სფეროში განხორციელებულ რეფორმებსა და ამ მიმართულებით, საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის თანამშრომლობის საკითხებს.

მხარეებმა კიდევ ერთხელ, ხაზი გაუსვეს საქართველოს მიერ სახელმწიფო ხარჯებისა და ფინანსური ანგარიშგების (PEFA) 2017 წლის პოზიტიურ შეფასებას, რომელიც PEFA-ს სამდივნოსა და ევროკავშირის მხარდაჭერით დადასტურებულია მსოფლიო ბანკის მიერ. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია სახელმწიფო ფინანსების მართვის რეფორმის კუთხით.

ფინანსთა მინისტრმა სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია მთავრობის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმების შესახებ, რომელიც უზრუნველყოფს ეფექტური, გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და მაღალი დემოკრატიული სტანდარტების სახელმწიფო ინსტიტუტების შექმნას.  

თავის მხრივ, მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა დააფიქსირეს საქართველოს მიმართ მხარდაჭერა და გამოთქვეს მზაობა, გააგრძელონ პარტნიორობა იმ რეფორმების მხარდასაჭერად, რომელიც მიზნად ისახავს საჯარო ფინანსების გამჭვირვალობასა და ფისკალური მდგრადობის უზრუნველყოფას ქვეყანაში.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
მეტროსადგურ ისანში კაცი ლიანდაგებში ჩავარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics