12:29 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-19 11:34:35, 751 ნახვა

კომენტარი
სუბარი: ჭიჭინაძემ გუნდს გარეთ დააყენა საკუთარი თავი და სამდივნომ მისი პოზიცია გააფორმა

„დავით ჭიჭინაძემ გუნდს გარეთ დააყენა საკუთარი თავი და სამდივნომ მისი პოზიცია გააფორმა“, -ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის მრჩეველი და „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი სოზარ სუბარი, დეპუტატ დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვის გადაწყვეტილებას.

მისი განმარტებით, უმრავლესობის ყოფილი წევრის განცხადებები პარტიაში ხელოვნური კრიზისის შექმნის მცდელობა იყო.

„ბოლო პერიოდში ჭიჭინაძის განცხადებებს ვუსმენ, ის არავის არ გაურიცხავს. მან თავი დააყენა გუნდის გარეთ და პარტიის სამდივნომ გააფრომა ის პოზიცია, რა პოზიციაც ეკავა ჭიჭინაძეს. მან არაერთხელ თქვა, ბოლო პერიოდში, რომ გამოაცხადოს პარტიამ თვითდათხოვნა, უნდა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები, რომ არის კრიზისი და ასე შემდეგ... მაშინ როცა არაფერი მსგავსი არ ხდება, ეს აბსოლუტურად გაუგებარია, ეს არის ხელოვნური კრიზისის შექმნის მცდელობა“, - აღნიშნა სოზარ სობარმა.

ცნობისთვის, მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნომ პარტიიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „გასული რამდენიმე თვის განმავლობაში მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით ჭიჭინაძემ გააკეთა არაერთი საჯარო განცხადება, რომლითაც მან შეურაცხყოფა მიაყენა პოლიტიკური გუნდის წევრებს და ზიანი მიაყენა პარტიის იმიჯსა და ინტერესებს“.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მედვედევი: NATO-მ ტარანად გამოიყენა საქართველო, უკრაინა, იგივე ხდება მოლდოვაში, სომხეთში
Reuters: უკრაინის თავდასხმის შედეგად, მოსკოვის ნავთობქარხანა წელს ვეღარ იმუშავებს
Rádio Caracol: ვენესუელაში მიწისძვრამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics