18:33 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-18 22:29:39, 1213 ნახვა

პოლიტიკა
სტოლტენბერგი - ნატო ერთიანია საქართველოს უსაფრთხოების საკითხებში, რაც მოიცავს აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს

" ნატო ერთიანია საქართველოს უსაფრთხოებისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში", - ამის შესახებ  ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

"დღეს განვიხილეთ ასევე შავი ზღვის აუზისა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების საკითხები, ისევე როგორც რუსეთის მნიშვნელოვანი გააქტიურება რეგიონში ნატოს მზარდ წარმომადგენლობაზე. შავი ზღვა სტრატეგიული მნიშვნელობისაა ნატოსთვის და საქართველო ზრდის თანამშრომლობას ამ სფეროში საზღვრის დაცვისა და სანაპირო ზოლის დამცავ სამხედროთა წვრთნების გზით, საქართველოსა და ნატოს საზღვაო ფლოტის გაზრდილი ურთიერთობისა  და მეტი თანამშრომლობით საქართველოს ერთობლივი საზღვაო ოპერაციების ცენტრსა და ნატოს საზღვაო ხომალდების ცენტრს შორის.

ამდენად, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ნატო ერთიანია საქართველოს უსაფრთხოებისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში მისი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის საკითხში, რაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებს მოიცავს.

მოვუწოდებთ რუსეთს, რომ თავიანთი ძალები თქვენი ქვეყნის ტერიტორიიდან გაიყვანოს", - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს მოუწოდებს, ხელი შეუწყოს რუსული გავლენებისა და ნარატივების აღმოფხვრას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics