|
2018-07-18 13:43:14, 648 ნახვა
კომენტარი
კობახიძე ყოფილი მინისტრების გამოკითხვაზე: თუ სამართალდამცავ ორგანოებს აქვთ კითხვები, ეს კითხვები უნდა დაისვას
„თუ სამართალდამცავ ორგანოებს აქვთ კითხვები, ეს კითხვები უნდა დაისვას და ამ კითხვებზე იქნება პასუხები, შესაბამისად, უნდა დაველოდოთ იმ პროცესებს, რომლებიც განვითარდება სამართალდამცავ ორგანოებში",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრების გამოკითხვასთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი ტენდერი, რომელიც ნებისმიერ სამინისტროში ხორციელდება, იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და ამ კუთხით, პროცესში ჩაერთვება პარლამენტიც. „ჩვენ დღეს ვსაუბრობთ ღიაობაზე, გამჭვირვალობაზე და ამ კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი ტენდერი, რომელიც ხორციელდება ინფრასტრუქტურის სამინისტროში თუ ნებისმიერ სამინისტროში, განსაკუთრებით, მსხვილი ტენდერები, იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალედ განხორციელებული და ამ კუთხით, რა თქმა უნდა, პარლამენტიც იქნება ჩართული. ჩვენ დავაკვირდებით ამ პროცესებს და ვეცდებით მაქსიმალურად, რომ უზრუნველყოფილი იყოს ნებისმიერი კითხვის ნიშნების თავიდან არიდება",- განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)