18:34 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-18 11:16:23, 774 ნახვა

პოლიტიკა
ბახტაძე - ვგეგმავთ, დავნერგოთ კიდევ უფრო ეფექტური ანტიკორუფციული მექანიზმები

პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, მთავრობა კიდევ უფრო ეფექტური ანტიკორუფციული მექანიზმების დანერგვას აპირებს.

როგორც პრემიერმა „ღია მმართველობის პატნიორობის“ სამიტის ფარგლებში, პლენარული სესიის გახსნისას განაცხადა, ანტიკორუფციული სისტემა კორუფციული გარიგებების გამოვლენაზე და ამავე დროს, მის პრევენციაზე უნდა იყოს ორიენტირებული.

„ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალური სამიტის ფარგლებში თქვენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის არაერთ საინტერესო გამოცდილებას გაეცნობით. ჩვენ ხელშესახები წარმატებები გვაქვს ამ მიმართულებით, თუმცა, ბუნებრივია, ეს არ გახლავთ საკმარისი. გასულ კვირას ჩვენ პარლამენტში განვაცხადეთ, რომ გვსურს, თამასა კიდევ უფრო მაღლა ავწიოთ. ჩვენ ვაპირებთ კიდევ უფრო აქტიურ თანამშრომლობას სამოქალაქო საზოგადოებასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ამავე დროს ვგეგმავთ, დავნერგოთ კიდევ უფრო ეფექტური ანტიკორუფციული მექანიზმები. ჩემი შეხედულებით, ანტიკორუფციული სისტემა, რა თქმა უნდა, უნდა იყოს ორიენტირებული კორუფციული გარიგებების გამოვლენაზე, მაგრამ ამავე დროს, უნდა იყოს ორიენტირებული მის პრევენციაზე. ამ პროცესებში საზოგადოების ჩართუ, მათ შორის საელმწიფო უწყებებზე ზედამხედველობის მიმართულებით, არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ეს არის სწორედ  ის მიმართულება, სადაც ჩემი მთავრობა ძალიან აქტიურ ნაბიჯებს გადადგამს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს მოუწოდებს, ხელი შეუწყოს რუსული გავლენებისა და ნარატივების აღმოფხვრას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics