|
2018-07-18 09:48:12, 824 ნახვა
ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი OECD-ის საგადასახადო პოლიტიკის ცენტრის დირექტორს შეხვდა
საქართველოსა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციას (OECD) შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია OECD-ის საგადასახადო პოლიტიკის ცენტრის დირექტორს პასკალ სან-ამანსიმ შეხვედრაზე, რომელიც თბილისში OECD-ის რეგიონალური ფორუმის ფარგლებში შედგა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საერთაშორისო დაბეგვრის დღის წესრიგში არსებული წარმატებები და გამოწვევები. განსაკუთრებით ხაზი გაესვა საგადასახადო მიმართულებით ბოლო წლებში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და აღნიშნა, რომ ქვეყანა წარმატებით განხორციელებული რეფორმების წარმატებული მაგალითია აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში. ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო კვლავ გააგრძელებს აქტიურ კომუნიკაციას ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციასთან, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს საგადასახადო პოლიტიკის გაუმჯობესებას, საერთაშორისო დაბეგვრის სისტემის რეფორმირების პროცესში საერთო მიდგომების შემუშავებას. შეხვედრაზე OECD-ის საგადასახადო პოლიტიკის ცენტრის დირექტორმა მადლობა გადაუხადა ფინანსთა მინისტრს საქართველოსა და OECD-ს შორის პარტნიორობისთვის, ასევე თბილისში რეგიონალური ფორუმის მასპინძლობისთვის. მისი თქმით, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია მზადაა გააგრძელოს თანამშრომლობა საქართველოსთან. შეხვედრას ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი და ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი დაესწრნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)