2018-07-17 22:36:28, 686 ნახვა
საზოგადოება
ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად შეიზღუდება ბარათაშვილიდან ავლაბრისკენ
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ ნიკოლოზ ბარათაშვილის აღმართზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 17 ივლისს 23:00 საათიდან ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად შეიზღუდება ბარათაშვილის ქუჩიდან ავლაბრის მოედნის მიმართულებით.
ბარათაშვილის ქუჩიდან ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ბარათაშვილის ხიდის მარჯვენა პანდუსიდან ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპიროს და გორგასლის ქუჩის გავლით კრწანისის მოედნის მიმართულებით ან ბარათაშვილის ხიდის მარცხენა პანდუსისა და გვირაბის გავლით ევროპის მოედნამდე, ევროპის მოედნიდან კი ღვინის აღმართის გავლით ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით.
ავტორი: ,