18:33 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-17 21:51:43, 1169 ნახვა

პოლიტიკა
გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე ბაგრატის ტაძარში დაასახელეს

ათი ოპოზიციური პარტიის გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი გრიგოლ ვაშაძე იქნება. ვაშაძე კანდიდატად პარტიებმა ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის ეზოში წარადგინეს.

ოპოზიციური პარტიების წევრების განცხადებით, ბაგრატის ტაძარი შეირჩა, როგორც გაერთიანებული და ძლიერი საქართველოს სიმბოლო. გრიგოლ ვაშაძემ პარტიებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და სამოქმედო გეგმებზე ისაუბრა. მისი თქმით, პირველი ნაბიჯი თანხმობისკენ გადადგმულია და ის ბევრს შემატებს ქვეყნის აღმშენებლობას.

მოძრაობა "ძალა ერთობაშია" თაკო ჩარკვიანმა გახსნა ქუთაისში. მისი თქმით, მას არანაირი ემოციური გადაწყვეტილება არ მიუღია, გაიაზრა და ისე დადგა ამ გაერთიანების გვერდით. 
"აღარ არის ეს ხვეწნა, მუდარა, რომ სწრაფად გვინდა, ჩქარა გვინდა, საცოდაოება გვჭირს....ეს იყო ერთ-ერთი უპირველესი, რის გამოც მე ამ ადამიანში დავინახე, რომ ძალიან სტაბილური კურსის მატარებელია, მე ვაძლევ ხმას უბრწყინვალეს პიროვნებას, უმაღლესი რანგის დიპლომატს, გრიგოლ ვაშაძეს. - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს მოუწოდებს, ხელი შეუწყოს რუსული გავლენებისა და ნარატივების აღმოფხვრას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics