|
2018-07-17 17:52:01, 773 ნახვა
კომენტარი
ზაზა სარალიძე იმედოვნებს, რომ შეხვედრას ახალი მთავარი პროკურორიც დაესწრება
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე ადვოკატთან და სახალხო დამცველის წარმომადგენელთან ერთად პროკურატურაში შეხვედრაზე იმყოფება. როგორც სარალიძემ ჟურნალისტებს შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, 10 დღიანი ვადა ამოიწურა და დღეს მან 7 ივლისს დასმულ შეკითხვებზე პასუხი უნდა მიიღოს. მას ასევე ახალ მთავარ პროკურორთან, შალვა თადუმაძესთან შეხვედრა სურს. "ეს შეხვედრა იყო ჩანიშნული 7 ივლისს, მაშინ მათ 10 დღის ვადა ითხოვეს იმისთვის, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადაედგათ. დღეს ალბათ შევხვდები იგივე პირებს, ვინც წინა შეხვედრაზე იყო, საქმის პროკურორს, ახალ პროკურორებს, ასევე იმედი მაქვს ახალ გენერალურ პროკურორსაც შევხვდები, რა კითხვებიც შეხვედრაზე დავსვი იმ კითხვებზე უნდა მივიღო პასუხი. 1 დეკემბერს, როდესაც მოხდა ეს შემთხვევა, იქ მონაწილე არცერთის ტელეფონები არ არის ამოღებული და არცერთის სატელეფონო საუბრები მოსმენაზე არ იყო აყვანილი", - აღნიშნა ზაზა სარალიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)