17:21 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-17 16:16:08, 605 ნახვა

პოლიტიკა
ავსტრიის ეროვნული საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარე: საქართველო პარტნიორად რჩება ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, რეინჰოლდ ლოპატკას შეხვდა.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველო-ავსტრიისა და საქართველო-ევროკავშირის  ურთიერთობების აქტუალური მიმართულებები და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები. მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის პროცესში მიღწეული პროგრესი და განხორციელებული რეფორმები. დავით ზალკალიანლმა მადლობა გადაუხადა რეინჰოლდ ლოპატკას ავსტრიის მიერ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში გაწეული მხარდაჭერისათვის. 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა რეინჰოლდ ლოპატკას გააცნო საქართველოს ახლადდამტკიცებული მთავრობის 5 მთავარი პრიორიტეტი და აღნიშნა, რომ ევროინტეგრაცია კვლავ რჩება ქვეყნის უმთავრეს ორიენტირად. მინისტრის განცხადებით, ახალი პრიორიტეტები სრულ შესაბამისობაშია საქართველოს ევროპულ დღის წესრიგთან და კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქვეყნის ევროინტეგრაციულ პროცესებს. 

რეინჰოლდ ლოპატკამ დავით ზალკალიანს გააცნო ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში ავსტრიის მთავრობის ძირითად პრიორიტეტები და აღნიშნა, რომ საქართველო კვლავ მნიშვნელოვან პარტნიორად რჩება ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში.

მხარეებმა განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა. აღინიშნა, რომ კვლავ გრძელდება ადამიანის უფლებების დარღვევისა და სიცოცხლის ხელყოფის შემთხვევები. რეინჰოლდ ლოპატკამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ავსტრიის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

დასასრულს, დავით ზალკალიანმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა საქართველოსა და ავსტრიას შორის არსებული კარგი ურთიერთობები და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შიო III-ეს არის დიდი პატივიც და მძიმე ჯვარი
მიტროპოლიტი ისაია - მთავარი პრიორიტეტია საქართველოსთვის ზრუნვა, ვფიქრობ, ამ საქმეში პატრიარქი მარტო არ იქნება
კობახიძე - დღეს ჩვენი ეროვნული და სულიერი ცხოვრების ისტორიული ფურცელი გადაიშალა
ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები შიო მესამეს - დღეიდან თქვენ გაკისრიათ საპატიო მისია, უხელმძღვანელოთ დედა ეკლესიას, იყოთ ერის და ბერის სულიერი მამა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics